პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ითვალისწინებს ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს. წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.
პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარი.
თანადაფინანსება არ გამოიყენება:
- საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;
- მიწის ნაკვეთის შესაძენად;
- შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
კომპონენტის ითვალისწინებს შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას :
- ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
- რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება (გარდა ძროხის რძის გადამუშავებისა);
- ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
- კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
- მატყლის, ტყავის გადამუშავება;
- დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
- ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
- მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
- თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
- ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
- ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
- ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
მიზნობრივი ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
- პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონულად წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს.
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, ხოლო ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში ახალი საწარმოს შექმნას ან არსებული საწარმოს მოდერნიზებას/გაფართოებას ან არსებული საწარმოს რეაბილიტაციას;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე, გარდა ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში.
- თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არაუმეტეს ერთი ბიზნეს-გეგმა.
- ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამით დადგენილ საზღვრებს;
- შექმნილი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებსა და სტანდარტებს.
პროგრამის განხორციელების ვადები:
განაცხადების მიღება: 2025 წლის 29 აპრილის 12:00- დან 13 მაისის 18:00 სთ-მდე